1909 ონდარეტა
აქ დაიწყო ყველაფერი. კანტაბრიის ზღვის პირისპირ მდებარე ონდარეტას მოედანზე რეალმა თავისი პირველი მატჩები ითამაშა და თავისი პირველი ტიტულიც მიიღო: 1909 წლის სამეფო თასი.
1928 სანტანდერის ფინალები
სამეფო თასის ჩემპიონთა გამოსავლენად სამი მატჩის ჩატარება იქნა საჭირო. სანტანდერის სამმაგი ფინალი ბარსელონას წინააღმდეგ რაფაელ ალბერტის პოემებმა უკვდავად აქცია, ოდა პლატკოსადმი და გაბრიელ სელაიას რეპლიკა, რეალ სოსიედადის პოეტის კონტრაოდა იყო.
1929 პაკო ბიენსობას, ბომბარდირ, პირველი ლიგა
ლიგას პირველი ჩემპიონატის ერთ-ერთი დამფუძნებელი კლუბი იყო რეალი. მეოთხე ადგილზე დარჩა რეალი, ხოლო მისი მოთამაშე პაკო ბიენსობას, 17 გოლით, ლიგის პირველი ბომბარდირი იყო. ბიენსობას იმის მომდევნო დღეს გარდაიცვალა, როცა მას უთხრეს, რომ რეალმა თავისი პირველი ლიგა მოიგოვო, 1981-ში.
1931 ლიგა ხელიდან უსხლტება გოლების რაოდენობის გამო
რეალი სათავეში იდგა ლიგის უდიდესი ნაწილის განმავლობაში, რომელიც სამმაგი ფრეთი დასრულდა ბილბაოს ათლეტიკთან და სანტანდერის რასინგთან თამაშისას. რეალი, რომლის მწვრთნელიც იყო ჰარი ლოუ, მესამე ადგილზე დარჩა გოლთა რაოდენობის გამო.
1951 ჩამარტინ (ბერნაბეუ) თასის ფინალი
ბენიტო დიაზის მწვრთნელობით და რამოდენიმე მოთამაშის აღდგენით, რომლებიც ვალენსიის ჩემპიონად ქცევის შემდეგ დაბრუნდნენ, ისეთები როგორც ეისაგირე, იგოა და ეპი, რეალმა თასის ფინალი არაჩვეულებრივად აქცია. გოლი გაუტანა რეალ მადრიდს ნახევარფინალში და წააგო ბარსელონას წინააღმდეგ ახალ ჩამარტინზე, ახლანდელი სანტიაგო ბერნაბეუ. რომ შესძლებოდა იმ სამი მოთამაშის შენარჩუნება, რეალისთვის ოვაცია უფრო ძლიერი იქნებოდა.
1967 პუერტოლანო, დიდი ნახტომით დაწინაურება
რეალი ხანდახან დაცემულა, მაგრამ თუ რამე ახასიათებს ამ გუნდს, ეს არის ის, რომ ყოველთვის დგება ფეხზე უფრო მეტი ძალით. დაწინაურება პუერტოლანოში კალვო სოტელოს წინააღმდეგ იქცევა გუნდის ოქროს ხანის დასაწყისად.
1976 იკურინია (ბასკური დროშა) ატოჩაზე
ერთი წელიც არ იყო გასული დიქტადორის, ფრანსისკო ფრანკოს გარდაცვალებიდან, რომ 1976 წლის 5 დეკემბერს, ატოჩას მოედანზე გადაიჭრნენ რეალისა და ათლეტიკის კაპიტნები, ინაშიო კორტაბარია და ხოსე ანხელ ირიბარი იკურინიათი (ბასკური დროშით), რომელიც ჯერ კიდევ არალეგალიზებული იყო. გაზტელუსადმი მიძღვნილი საპატიო მატჩი, სადაც ფაქტიური ლეგალიზება მოხდა ბასკური დროშისა, დასრულდა შედეგით 5-0 (txuriurdin)თეთრ-ლურჯების სასარგებლოდ. იწვრთებოდა ჩემპიონი გუნდი.
1979 გამომთიშველი თამაში მილანის ინტერის წინააღმდეგ
სან სიროში 3-0 წაგების შემდეგ, რეალი შეეცადა ატოჩაზე უეფას გამომთიშველი მატჩის მოგებას მილანის ინტერის წინააღმდეგ. ამ სანახაობრივად არაჩვეულებრივ მატჩზე რეალს ცოტაღა აკლდა მოგებამდე, მაგრამ წააგო 2-0. ხალხი, რომელიც ესწრებოდა ამ მატჩს, აღნიშნავს, რომ ატოჩაზე ნათამაშები მატჩებიდან სანახაობრივად საუკეთესო მატჩი იყო. რეალმა ევროპას წარუდგინა თავი.
1980 დაუმარცხებლობის რეკორდი
1980 წლის 11 მაისს რამონ სანჩეს პიზხუანის მოედანზე რეალმა მიაღწია დაუმარცხებლობის რეკორდს ევროპის ყველაზე დიდ ლიგებს შორის, რომლისთვისაც ევროპის დონეზე მხოლოდ არიგო საკის მილანს შეეძლო გადაეჭარბებინა. ესპანურ ლიგაში ვერავინ შეძლო რეალის მიღწევის გადალახვა: 32 დაუმარცხებელი მატჩი ერთ სეზონში. და ასე სევილიამდე, 1980 წლის მაისში დამარცხებამ გამოიწვია უზარმაზარი სასოწარკვეთა, რადგან ნიშნავდა იმ ლიგის წაგებას, რომელიც ასე დაიმსახურა.
1981 ხიხონი, ლიგის ჩემპიონები
“ოლაიზოლა აწვდის ბურთს ალონსოს, უმიზნებს ალონსო, ხტება კასტრო, ეხება მუშტებით, ბურთი მისდის გორიზს, გორიზის დარტყმა! ყურადღება, ბურთი აქვს ზამორას, ისვრის და… გოოოოოოოლ, გოოოოოოოლ, რეალის გოლი, გოლ, გოოოოლ, რეალის გოლი, გოოოოოოოოოოლ!! წარმოუდგენელია ბატონებო!” ჯერ ისევ ისმის ხოშეან ალკორტას კომენტარები. 1980 წლის მაისის ლიგის დაკარგვის ერთი წლის შემდეგ რეალმა ხიხონში მიაღწია ლიგაში თავის პირველ ტიტულს. უკანასკნელ წუთში.
1982 ატოჩა, მეორა ლიგა
ლიგის ბოლო მატჩი სახლში ბილბაოელი მეზობლების წინააღმდეგ. ზამორასა და ლოპეს უფარტეს ორ გოლს მეორე ტაიმში რეალისთვის მოაქვს ტრიუმფი. ატოჩასა და სრულიად გიპუსკოას სიხარულს საზღვარი არ აქვს: ვართ ორმაგი ჩემპიონები.
1983 ჰამბურგი, ევროპის თასის ნახევარფინალი
ასე შორს რეალი არასოდეს წასულა. კლუბების მაქსიმალურ შეჯიბრებაში რეალმა ნახევარფინალს მიაღწია. გზადაგზა გამოთიშა რეიკიავიკის ვიკინგური, გლასგოვის სელტიკი და პორტუგალიის სპორტინგი. სახლში ფრეთი დამთავრების შემდეგ, წააგო ჰამბურგერის წინააღმდეგ გერმანიაში ერთი თამაშგარე გოლით. გერმანელმა გუნდმა დაამარცხა იუვენტუსი ათენის ფინალში.
1987 სარაგოსა, სამეფო თასი
პენალტებით. ერთ ძალიან ცხელ საღამოს, სარაგოსაში, ჩვენმა დიდმა კაპიტანმა, ლუის არკონადამ შეუჩერა გადამწყვეტი პენალტი კიკე რამოს და რეალმა მოიგო სამეფო თასის მეორე ტიტული, ამჯერად მადრიდის ათლეტიკის წინააღმდეგ. პენალტებამდე, მადრიდის ათლეტიკმა გაათანაბრა ლოპეს უფარტესა და ბეგირისტაინის გოლები.
1998 მადრიდი, აიტორ საბალეტას მკვლელობა
1998 წლის 8 დეკემბერი ჩვენი ისტორიის ყველაზე ნაღვლიანი დღეა. აიტორ საბალეტა მოკლეს ვისენტე კალდერონის მიმდებარე ტერიტორიაზე, როდესაც იგი თავის შეყვარებულთან ერთად მიდიოდა უეფას თასის მერვედფინალის მატჩის სანახავად მადრიდის ათლეტიკთან. თამაში ჩატარდა და დღესაც კი იმ გუნდის გულშემატკივართა ნაწილი მის ხსოვნას შეურაცხყოფს. Aitor beti gogoan! აიტორი მუდამ გვეხსომება!
2003 ანოეტა, თითქმის მესამე ლიგა
სამახსოვრო თამაში ანოეტაზე. რეინალდ დენუექსის მწვრთნელობით გუნდმა, რომელიც სახელდახელოდ იბრძოდა მადრიდის რეალის გალაქტიკოსების წინააღმდეგ ლიგისათვის, დაამარცხა თეთრი გუნდი 4-2 კოვაჩევიჩის(2), ნიჰატის და შაბი ალონსოს გოლებით. რეალი სრულიად საკუთარ თავზე იყო დამოკიდებული მესამე ლიგის გამარჯვებისათვის ბოლოსწინა თამაშამდე, მაგრამ ბოლოს ვეღარ შეძლო და დონოსტიიდან 800 კილომეტრში, ვიგოში დამარცხდა, რეალის 10.000-ზე მეტი გულშემატკივრის წინაშე.
2004 იქმნება რეალის ქალთა გუნდი
რეალის ქალთა გუნდმა თამაში დაიწყო ყველაზე დაბალ კატეგორიაში და ქალთა სუპერლიგამდე დაწინაურებას 2 წელიწადში მიაღწია. ყოველწლიურად რეალი აყალიბებს უფრო და უფრო ძლიერ გუნდს და ნელ-ნელა მაღლა მოთავსებულ გუნდებს შორის იკავებს ადგილს.
2010 დაწინაურება ასი წლის თავზე
მესამე წელი ზედიზედ მეორე დივიზიაში. მაშინ, როცა უნდა აღენიშნათ კლუბის ასი წლის თავი. მარტინ ლასარტეს მიერ გაწვრთნილი გუნდი და იმ მოთამაშეებით შემდგარი, რომლებიც შემდგომ წლებში პირველ დივიზიაში ბაზად იქცევიან, თითქმის გამოთვლილად წინაურდება კადისში, კარანსას მოედანზე. იმავე წელს გუნდი რთული ეკონომიური სიტუაციიდან გამოსვლას იწყებს და გადადის პირველ დივიზიაში. გამარჯვებების აღნიშვნისას, ლასარტემ საჯაროდ აქცია შეძახილი: “არ განცალკევდეთ”, რომელიც შემდეგ ახსნა: “ეს ქალაქი, ამ გულშემატკივრებით, ამ კლუბით, შეკრულნი ყველანი მჭიდროდ, რეალი, ზოგადი და კონკრეტული მიზნების მიმდევარი, რეალი, არაუტოპიური, საზღვრების გარეშე.”
2013 ლიონი და მანჩესტერი, ევროპის ქუჩების შემოვლა
ფილიპ მონტანიეს ხელმძღვანელობით გუნდის მიერ შესრულებული შთამბეჭდავი პერიოდის შემდგომ რეალი გადალახავს ჩემპიონთა ლიგაში ჩართვა-გამორთვას ანტუან გრიზმანის გოლით გერლანდ დე ლიონ-ის მოედანზე, სადაც 4.000 გულშემატკივრით წარსდგა. ამის შემდგომი თამაში იმედგამაცრუებელი იყო, მაგრამ ღირდა იმად, რომ რეალის გულშემატკივრებს ეჩვენებინათ მხარდაჭერის მაგალითი, რომლის ზენიტი ქუჩების შემოვლა (საზეიმო მანიფესტაცია) იყო, 5.000 ადამიანი დაძრული მანჩესტერის ცენტრში მდებარე პიკადილის მოედნიდან ოლდ ტრაფორდის მოედნამდე, სადაც რეალის სხვა 2.000 გულშემატკივარი ელოდათ.
სუბიეტა, აწმყო და მომავალი
სუბიეტა არის რეალის უდიდესი განძი. საქმე ეხება სავარჯიშო ცენტრსა და კლუბის მომავალი მოთამაშეების ფორმირებას. ამ ადგილას შესრულებული სამუშაოს წყალობით, რეალი არის დიდი ლიგების ის კლუბი, სადაც მის პირველ გუნდში თამაშობენ მის საწვრთნელ ბაზაში ჩამოყალიბებული მოთამაშეები.
ეს იმაზე მეტია, ვიდრე ფეხბურთი
გარდა ფეხბურთისა, რეალს გააჩნია ათლეტიზმის, ჰოკეის, ბასკური პელოტასა და წყალქვეშა ყვინთვის სექციები. 100-ზე მეტი წლის ათლეტიზმის სექცია ყველაზე ვეტერანია და ქალთა ჰოკეი ბალახზე ყველაზე წარმატებული, მრავალი ჩემპიონატით. Atxurrak gora!
კულტურა, და არა მხოლოდ სპორტი
რეალი არ არის მხოლოდ ფეხბურთი, არც მხოლოდ სპორტი. პირდაპირი თუ არაპირდაპირი ღვაწლი, რომელიც განახორციელა კულტურისათვის, სპორტის გარდა, მრავალია. ედუარდო ჩილიდა, ყველაზე საერთაშორისო ბასკი მწერალი კლუბის მეკარე იყო 40-41-ე სეზონში: “ფეხბურთში ვისწავლე მრავალი რამ, რაც შემდგომ მწერლობაში გამოვიყენე”. ელიას კერეხეტა, ესპანური კინოს მრავალი საუკეთესო ფილმის პროდიუსერი, აგრეთვე გახლდათ რეალის ფეხბურთელი (41 თამაში, 6 გოლი) და შეძლო დაერწმუნებინა მრავალი მოთამაშე, რომ შეექმნათ პროდიუსერი “ლაპონია ფილმს”, და მისი დახმარებით გადაიღეს “ვირიდიანა”, კინოს ერთ-ერთი შედევრი.